როდის არის კმაყოფილი მომხმარებელი? - როდესაც საუკეთესო ხარისხს იღებს მისაღებ ფასად.
ის მცირე ჩამონათვალი რაც მოქმედებს შესრულების ხარისხზე:
1) მასალის სახეობა 2) სწორად ჩატარებული აზომვითი სამუშაოები. 3) ხელსაწყოების ნაირსახეობა და ხარისხი. 4) დამკვეთთან სწორი მიდგომა. 5) 3D პროექტირება. 6) ყველა დეტალის გათვლა და დამკვეთთან შეთანხმება. 7) დამკვეთი სრულიად უნდა ხვდებოდეს რა შედეგს მიიღებს. 8) სწორი მიდგომით ავეჯის დეტალების აწყობა სახრახნისით. 9) შეერთებული დეტალები არ უნდა სცდებოდეს ერთმანეთს. 10) დეტალების დაწიბოვება იქაც კი! სადაც დამკვეთი ვერ დაინახავს. 11) მექანიზმების სწორი რაოდენობით და მოდელებით გამოყენება. 12) 1 ცალ ასახდელ კარზე 2 ამწევი დგუშის დაყენებაა საჭირო რომ თანაბრად მუშაობდეს მექანიზმი. ასევე მოქმედებს სხვა ფაქტორებიც. 13) შესრულებისას სისუფთავე უნდა იყოს დაცული. 14) მონტაჟის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული დამკვეთის კომფორტი. 15) შესრულებული სამუშაო ადამიანს სიმშვიდის, უსაფრთხოების და სრულყოფილების გრძნობას უნდა უჩენდეს. 16) დროულად შესრულებული შეკვეთა, პროფესიონალიზმის ერთ ერთი მანიშნებელია.
ყურადღება!
ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიები, ფოტო და ვიდეო მასალა არის Dragon Wood-ის ინტელექტუალური საკუთრება. აღნიშნული დაცულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება.
დასაშვებია მხოლოდ პოსტების და ბმულების გაზიარება მეგობრებისთვის სოციალურ ქსელებში.
პატივისცემით,
Dragon Wood-ის ადმინისტრაცია.
საუკეთესო კომპანია ხარისხიანი ნამუშევრებით