top of page
ავეჯის დამზადება

ავეჯის დამზადება

ს ე რ ვ ი ს ი

   ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ ხარისხიანი ნედლეულის, მასალის და მექანიზმების მწარმოებელ კომპანიებთან. ვებ-გვერდზე www.dragonwood.ge განთავსებულია ბრენდების სია, რომელთა პროდუქციასაც ვიყენებთ ხშირ შემთხვევებში.

   ბოლო დროს განხორციელდა ვებ გვერდის განახლება. საიტზე შეიქმნა სპეციალური ავეჯის კატალოგი. რომელშიც ავეჯის სხვადასხვა მიმართულებებია წარმოდგენილი. მომხმარებელს ახლა უკვე ერთ სივრცეში შეეძლება აირჩიოს მისთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინი თუ სხვა ავეჯი. მაღალი ხარისხის ფოტოები და პუბლიკაციების დეტალური აღწერა, ხელს შეუწყობს მომხმარებლის სწორ ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ მისი ძვირფასი დროის ეკონომიასაც ნიშნავს.

ბლოგი ავეჯის შესახებ

   ყველაფერთან ერთად შეიქმნა Dragon Wood -ის ავეჯის ბლოგი. რომელშიც ასახული იქნება ავეჯთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია და მომხმარებლებთან ერთად განხილულია სხვადასხვა თემები. გადაღებული იქნება მრავალრიცხოვანი ვიდეო და ფოტო მასალაც.

   ავსტრიული მასალა, თურქული მასალა, შვეიცარიული მასალა, ევროპული მასალა, ყველა არის სერთიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.  ჩემს მიერ დამზადებული ავეჯი ყოველთვის ხარისხით და მომხმარებლისთვის მისაღები ფასით გამოირჩევა.

 

 

           Dragon Wood"

                 

                  ჩანაფიქრიდან - რეალობამდე

Предметы интерьера

4

ავეჯის შეკვეთით დამზადება მარტივია !

 ზოგადად ინდივიდუალური დიზაინით ავეჯის დამზადება მრავალ ეტაპობრივი და დროის მომთხოვნი პროცესია. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და კონკრეტულ მიდგომას მოითხოვს.​

 სატელეფონო კონსულტაციით ან პირადი შეხვედრით გაგესაუბრებით. თუ იქნება შესაძლებელი, ამ ეტაპზევე მიიღებთ ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

 თქვენთვის კომფორტულ დროს დაიგეგმება შეხვედრა ობიექტზე და განხორციელდება აზომვითი სამუშაოები. ამასთან ერთად გაგეწევათ სრული პროფესიონალური კონსულტაცია მასალებთან დაკავშირებით, სამზარეულოს და სხვა ავეჯის მექანიზმებთან დაკავშირებით. როგორი ჯობია თქვენთვის და როგორი პროექტი იქნება ოპტიმალური. ასევე გაგცემთ პასუხს ავეჯთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვაზე. ხელზე თან მაქვს დღესდღეობით ყველა არსებული მასალის ნიმუში. ადგილზევე შეგიძლიათ გაეცნოთ მომზადებულ ავეჯის კატალოგს. კომფორტული ზომის პლანშეტი სრულად მოგცემთ საშუალებას დაათვალიეროთ სხვადასხვა დიზაინის სამზარეულოს, საძინებლის და სხვა ავეჯის ფოტოები.

 შეირჩევა სასურველი მასალა და დადგინდება ავეჯის დამზადებისთვის მასალის ღირებულება. საჭიროების შემთხვევაში გამოგყვებით და დაგეხმარებით მასალის შერჩევაში და ფერის მორგებაში. შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით და დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით, შემოთავაზებული იქნება პროექტის საბოლოო ფასი, თუ რა თქმა უნდა აღნიშნული თავიდანვე არ იყო შესაძლებელი. დაიწყება 3D ტექნიკური დიზაინის პროექტის მომზადება. თქვენთან შეთანხმებით დაიხვეწება და ჩამოყალიბდება ავეჯი ისე, რომ თქვენ კმაყოფილი დარჩეთ. ინფორმაციის გაცვლა პროექტირების დროს ხდება ონლაინ რეჟიმში Viber, Skype, WhatsApp, Messenger, Facebook -ის საშუალებებით. ასეთი მიდგომა გიზოგავთ დროს და გაცილებით მოსახერხებელია დამკვეთისთვის. გაქვთ საკმარისი და თავისუფალი დრო რომ მოიფიქროთ და შეიტანოთ კორეკტივები თქვენ სამზარეულოს დიზაინში თუ სხვა ავეჯის შეკვეთის დროს. 

 შეთანხმების შემდგომ გაფორმდება ხელშეკრულება, ჩარიცხული იქნება წინასწარი ავანსი, საერთო ღირებულების 70-80%. დამზადდება შეკვეთა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში.

 განხორციელდება დამზადებული შეკვეთის ტრანსპორტირება და მონტაჟი.

რა თქმა უნდა ყველა ჩამოთვლილ ეტაპში უამრავი კითხვა და მოულოდნელი შემთხვევა შეიძლება იყოს.

 

სწორედ ამიტომ ვართ თქვენს სამსახურში რათა ყველაზე რთული პროცესი მარტივი და სასიამოვნო იყოს.

1

2

3

4

  • რომელი ლამინატი ჯობია? თურქული თუ ავსტრიული
    ჩვენს მიერ გამოყენებული მასალა, ყველა მწარმოებლისგან არის სერთიფიცირებული. ხარისხის და ეკოლოგიურობის შესაბამისი სერთიფიკატები გააჩნიათ. მათ შორის E1 კლასის სერთიფიკატები. მასალებს შორის სხვაობა არის მაგ: მერქან ბურბუშელოვანი ან მერქან ბოჭკოვანი შემადგენელის სიმკვრივე. (რაც უფრო მკვრივია ლამინატი და უფრო მჭიდროდ არის ეს შემადგენლები მასალაში, ლამინატის ფილა უფრო მყარია და შესაბამისად უფრო კარგად მუშავდება.) ზედაპირის დაფარვის ტექნოლოგიაში, შეფერილობაში, სტრუქტურასა და ნახატში. ზოგიერთი მასლა მაგ. თურქულის ბევრად ლამაზია შესახედავად, ხარისხითაც კარგია და პირიქით. არჩევანის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ დიზაინი და დანიშნულება. ავსტრიული ლამინატის ერთ ერთი ხარისხის დამახასიათებელი თვისებაა მისი სიმკვრივე. ავეჯის შეკვეთისას ჩვენ დაგეხმარებით სწორი არჩევანის გაკეთებაში. დეტალურად გაირჩევა კონკრეტულად არჩეული მასალის თავისებურებები. ასევე უნდა იცოდეთ რომ მხოლოდ მასალის წარმომავლობა არ ნიშნავს იმას რომ საბოლოო პროდუქტი ხარისხიანი გამოვა. საავეჯე ფილებს დახვეწილი ტექნოლოგიით ხარისხიანი დაჭრა სჭირდება, დაწიბოვება, ტრანსპორტირება, სწორი მიდგომით და ცოდნით ავეჯის დამზადება და აწყობა. მასალებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ პირდაპირ მასალის მწარმოებლისგან.
  • რომელი ავირჩიოთ, აკრილი სქელი დაფარვით თუ PVC პვს მდფ MDF ?"
    ჩვენს მიერ გამოყენებული მასალა, ყველა მწარმოებლისგან არის სერთიფიცირებული. ხარისხის და ეკოლოგიურობის შესაბამისი სერთიფიკატები გააჩნიათ. მათ შორის E1 კლასის სერთიფიკატები. 1) აკრილს სქელი დაფარვით მდფ MDF -ზე შემდეგი თვისებები აქვს: თვითონ ზედაპირის საფარი მასალა არის სქელი დახლოვებით 1 მმ. თითქმის იდეალურად შეუძლია პრიალი. მისი მდგრადი ქიმიური თვისებების გამო, შესაძლებელია მისი პოლირებაც კი. გათვლილია იყოს ახლო მოხმარებაში მაღალ ტემპერატურებთან და ლამაზი შეფერილობის თუ ნახატის გარდა უფრო გამძლეა ნაკაწრების მიმართ. 2) ე.წ პვს PVC ის დაფარვას მდფ MDF -ზე შემდეგი თავისებურებები აქვს: ზედაპირის საფარი მასალა აკრილთან შედარებით თხელია, როგორც აკრილი მაღალ ტემპერატურებთან სამუშაოდ გათვლილი პირდაპირ არ არის, პოლირებისთვის გათვლილი არ არის. თუმცა ჩვეულებრივი მოხმარებისთვის რა თქმა უნდა ყველაზე პოპულარულია. რადგან მისაღებია ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით და ფასით. სამზარეულოში და სხვა ავეჯის დამზადებისას სწორი გამოყენების გათვლით და მიდგომით ის ჩვეულებრივ მოგანიჭებთ დიზაინერულ და ესტეტიურ სიამოვნებას და კომფორტს. სწორი არჩევანის გასაკეთებლად, გირჩევთ გაეცნოთ შემდეგ მწარმებლებს: "EGGER", „KRONOSPAN“, „AGT“, „ARKOPA“, "BAKIS" და ასევე ჩვენ გვერდს "თანამშრომლობა". ასევე უნდა იცოდეთ რომ მხოლოდ მასალის წარმომავლობა არ ნიშნავს იმას რომ საბოლოო პროდუქტი ხარისხიანი გამოვა. საავეჯე ფილებს დახვეწილი ტექნოლოგიით ხარისხიანი დაჭრა სჭირდება, დაწიბოვება, ტრანსპორტირება, სწორი მიდგომით და ცოდნით ავეჯის დამზადება და აწყობა.
  • კარგი სამზარეულოს ზედაპირი (სტალეშნიცა) რომელია?
    რა თქმა უნდა სამზარეულოს ზედაპირი (სტალეშნიცა) ყოველთვის ჯობია იყოს ნატურალური ნედლეულისგან დამზადებული. კორიანი, კვარცი, გრანიტი ან ნატურალური ხის ზედაპირი. თუმცა ბიუჯეტურად ყოველივე ზემოთხსენებული ძვირი ღირს. აი ამ შემთხვევაში კი უნდა მივმართოდ ბაზარზე არსებულ არჩევანს. გვჭირდება მერქან ბურბუშელოვანი ფილისგან დამზადებული ზედაპირი. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ევროპულ, ავსტრიულ, შვეიცარიულ მწარმოებლებს. ასეთებია „KRONOSPAN“ და „EGGER“
  • ნატურალური ქვის სამზარეულოს ზედაპირი ჯობია თუ ხელოვნური ქვის?
    უდაოდ ნატურალური ჯობია. თუმცა ისიც შეიძლება დაიკაწროს. ხელოვნური ქვის ხიბლი მის ფასში გამოიხატება და ასევე არის შესაძლებელი მისი ფორმირება, გარკვეული ტექნოლოგიის გამოყენებით. მაგალითად ხელოვნური კორეანის ქვის დამზადებისას, მისი დამზადების ტექნოლოგიის ხარისხს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. აუცილებლად ნახეთ დამზადებული ზედაპირის რეალური ნიმუში ან დეტალური სურათები. არის შემთხვევები როდესაც არ ამუშავებენ სათანადოთ. ზოგიერთი კომპანიისთვის მისაღებია ის მიდგომა რომ: (თუ არ ჩანს არაუშავს), (ქვემოდანაა და აიტანს), (ხმარებაში მოჯდება) და ა.შ. სამზარეულოს ზედაპირი ყველა მხრიდან უნდა იყოს ესტეტიურად ლამაზი და ხარისხიანად დამუშავებული. ხელს უხეშად არ უნდა ეხებოდეს კარის გახსნის დროს. ბასრი წიბოები და კიდეები არ უნდა ჰქონდეს.
  • შეღებილი მდფ MDF გამძლეა? იქნებ მაგას აკრილი ჯობია ან პვს -ის მასალა MDF მდფ -ით?
    გააჩნია რა დანიშნულებით გნებავთ რომ გამოიყენოთ. შეღებილი შეიძლება იყოს ხარისხიანი ტექნოლოგიით და საღებავით შეღებილი ან უხარისხოთი. დროთა განმავლობაში გამოყენებისას შესაძლოა გაუჩნდეს ვიზუალურად შესამჩნევი ნაკაწრები და ცვეთა. აღნიშნული განპირობებულია იმით რომ: უხარისხო საღებავი და ტექნოლოგია იყო გამოყენებული. მოხმარებისას კონკრეტული ადგილი ისედაც მეტად იყო ცვეთის ზეგავლენის ქვეშ ვიდრე ავეჯის სხვა ნაწილები. მოხმარებისას შემთხვევით ლითონის ან სხვა შედარებით ბასრი ნივთით მოხდა შეხება. აკრილთან და პვს PVC -თან შედარებით, შეღებილი ზედაპირი გამძლეობით ბევრად სუსტია. აკრილი ან PVC ასე მარტივად ვერ დაიკაწრება და მითუმეტეს არ გაცვდება. არჩევანის გაკეთება საჭიროა დიზაინის, ფერის, და ფაქტურის მიხედვით. ასევე ჩამოთვლილი რისკებიც უნდა გაითვალისწინოთ
  • კომუნიკაციები ცუდ ადგილას არის დაყენებული და სხვანაირად ვერ განაწილდება სამზარეულო?
    სამზარეულოს განაწილება შეიძლება თითქმის ყველანაირად. წყლის კომუნიკაციები და საკანალიზაციო არხთან დაკავშირება შესაძლოა დაშორებითაც მოხდეს. სპეციალური მილებით მოხდეს დაერთება. უნდა იყოს შესრულებული წყლის გამდინარეობისთვის სწორი დახრილობის გათვალისწინებით. საკანალიზაციო და წყლის მილების დაერთება - გაყვანას თავისი ტექნოლოგიური წესები აქვს. ასევე მოშორებით შეიძლება დაკავშირდეს გამწოვის მილიც. თუმცა აქაც გათვლებია საჭირო რომ ჰაერის გამტარიანობამ ხარისხიანად იმუშაოს. აღნიშნული გამწოვის სიძლიერეზეა დამოკიდებული, მანძილზე და საჰაეროს პროექტზეც. თუმცა რათქმა უნდა რაც უფრო ახლო არის კომუნიკაციები მით უკეთესია.
  • რამდენ ხანში დაამზადებთ სამზარეულოს?
    სამზარეულოს და სხვა ავეჯის დამზადების საშუალო დრო დაახლოვებით 15-დან 26 სამუშაო დღემდეა. ზოგიერთი შეკვეთა შესაძლოა დამზადდეს 2 თვეშიც. დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, რაოდენობაზე, მასალის სახეობაზე, მასალის მომწოდებელზე და მწარმოებელზე და ა.შ. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა რომ გაცილებით ადრე მზადდება ვიდრე ვთანხმდებით დამკვეთთან. აღნიშნული განპირობებულია ბევრ ფაქტორზე და ყველა შემთხვევისთვის ინდივიდუალურად დგინდება დამზადების დრო.
  • წინასწარ რატომ არის ჩასარიცხი ამხელა ავანსი? საერთო ღირებულების 70% - 80%
    ჩვენ არ ვმუშაობთ მოგების დიდ პროცენტზე. აღნიშნული ავანსი საჭიროა ავეჯის დამზადების დაწყებისთვის და წარმატებით ბოლომდე ჩაბარებისთვის. ჩვენი სახსრებით წინასწარ ავეჯის დამზადება არ ხორციელდება, გარდა სპეციალური შემთხვევების და მოლაპარაკებებისა. ავანსი დაახოვებით ის თანხაა რითაც თქვენი ავეჯი სრულიად უნდა დამზადდეს და ჩაგბარდეთ.
  • ფული რომ ჩაგირიცხოთ მერე რამე რომ მოხდეს სად გეძებოთ?
    დამკვეთთან ასევე შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულებაც, სადაც მაქსიმალურად არის აღწერილი ურთიერთობის დეტალები. მათ შორის საიდენთიფიკაციო მონაცემებიც, როგორც შემსრულებლის ასევე დამკვეთის. ხელშეკრულება არის ორივე მხარისთვის გამჭვირვალე, მითითებულია დასამზადებელი ავეჯის ესკიზები, ტექნიკური ნახაზები, მასალის სახეობა და ა.შ. აღნიშნული ერთგვარი გარანტიაა.
  • აზომვაზე გამოძახება რატოა ფასიანი? თითქმის ყველა უფასოდ მოდის და?
    შეკვეთის შემთხვევაში, ეს მომსახურება უფასო ხდება! მოგეხსენებათ აზომვაზე მისვლა ხარჯებთან არის დაკავშირებული. დღეში რამდენიმე გამოძახებაა. ჩვენი წარმომადგენელი აღჭურვილია: საზომი ლენტით (რულეტკით), გონიოთი, ლაზერით, კატალოგის პრეზენტაციისთვის 8" პლანშეტით. სადაც 5000-დე ფოტოა, საკანცელარიო ნივთებით და საავეჯე მასალების კატალოგებით. ასევე ადგილზე გაგიწევთ სრულ კონსულტაციას. დაგეხმარებათ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებაში. ბუნებრივია ყველასთან უფასოდ მისვლა და შეხვედრის დროს დახარჯული დროის უფასოდ რეალიზებას ვერ შევძლებთ. ამიტომ თავიდან ეს მომსახურება ფასიანია, ხოლო ავეჯის საბოლოოდ შეკვეთის შემთხვევაში ეს თანხა უკან დაგიბრუნდებათ!.
  • ზედაპირი ქვის უნდა შევუკვეთოთ. სხვა კომპანიებთან თანამშრომლობთ? ხელოსნების დევნა არ მოგვიწევს მერე?
    სხვა კომპანიებთან რა თქმა უნდა ვთანამშრომლობთ. ყველაფერი წინასწარ არის გასათვლელი, მოსალაპარაკებელი და გადასაწყვეტი. ზოგადად სამზარეულოს დასრულების შემდგომ, უცხო კომპანიის წარმომადგენელი იღებს დასამზადებელი ზედაპირისთვის შესაბამის ზომებს, ისე რომ მაგ მომენტში, სამზარეულოს გადაადგილების ან რაიმე სახის პოზიციის შეცვლის უფლება არ აქვს. ჩვენთან თუ საჭიროა ექნებათ კომუნიკაცია პირდაპირი შეხვედრით ან სატელეფონო კონსულტაციით.
  • ხელოსნებმა ჩვენთან ბინაშივე უნდა ააწყონ ავეჯი და სამზარეულო?
    ავეჯის დამზადება და აწყობა ხორციელდება ჩვენ საწარმოში. შემდეგ ტრანსპორტირდება თქვენთან და სრულდება ავეჯის სამონტაჟო სამუშაოები. ასევე ამ პროცესისთვის გამოიყენება ყველა საჭირო ხელსაწყო.
  • რომ დამიგვიანოთ შეკვეთა მერე რა ვქნათ?
    როგორც პრაქტიკამ აჩვენა, შეკვეთები უფრო სწრაფად ბარდება ვიდრე იყო შეთანხმებული. თუმცა რა თქმა უნდა გაუთვალისწინებელი შეფერხებებიც ხდება. ამიტომ ხელშეკრულებაში გაწერილია შესაბამისი პუნქტები. რომლებიც მოიცავს შემსრულებლის ე.წ ( დაჯარიმებას) თუ დადგინდება მისი ბრალეულობა შეკვეთის დაგვიანებაში. ასევე გაწერილია სხვა პუნქტებიც, რაც მაქსიმალურად იცავს მომხმარებლის ინტერესებს.
  • მეზობელმა რომ გააკეთებინა სამზარეულო, რამდენიმე ხანში კარი ჩამოუვარდა. ჩვენთან რომ მოხდეს ასე რა ვქნათ? რა გარანტიები გაქვთ?"
    ჩვენ ყოველთვის ხარისხიან მექანიზმებს ვიყენებთ და ჩვენთვის ხარისხი პირველ ადგილზეა. საგარანტიო პირობა ხელშეკრულებაშია გაწერილი. მომხმარებლის ინტერესები მაქსიმალურად არის დაცული. მაგალითად: თუ ჩვენს მიერ დაყენებული ანჟამა მოძვრა ან გატყდა, ჩვენს მიერ შეიცვლება უფასოდ, თუ დადგინდა რომ იგი არ იყო მწყობრიდან გამოსული მისი არასწორად მოხმარების შედეგად.
  • სამზარეულომ დროთა განმავლობაში ფერი რომ შეიცვალოს, ამ შემთხვევაში რა ხდება?"
    ავეჯის წარმოებისას ყოველთვის ვიყენებთ ხარისხიან მასალას. თუ თქვენს მიერ არჩეული მასალა ჩვენთვის საეჭვო იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ. ზოგადად მომხმარებლებისგან გვსმენია რომ ფერის შეცვლის შემთხვევა ყოფილა. თუმცა ეს მხოლოდ მრავალი წლის წინ, სხვა უცხო კომპანიის მიერ დამზადებული სამზარეულოს ავეჯი იყო. ერთ შემთხვევაში ფასადები შეღებილი იყო და მეორე შემთხვევაში მდფ-ზე გადაკრული ფირი. თუ ასეთი ფენომენი მოხდა, რა საკვირველია მივმართავთ მასალის მომწოდებელ კომპანიას და მოვითხოვთ პასუხს, აღნიშნულთან დაკავშირებით. ვინაიდან მასალის წარმოება რისგანაც მზადდება ავეჯი, ჩვენი საქმიანობა არ არის.
  • ხელობაში რამდენს აიღებთ? ჩვენი მასალით რომ გააკეთოთ სამზარეულო ან კარადა?
    ცალკე ხელობათ შეფასებულ საქმიანობას არ ვეწევით.
  • სამზარეულოს კვადრატულობა როგორ იანგარიშება? ყველამ სხვადასხვა დამიანგარიშა და როგორ გავიგო რომელია მართალი?
    ყველა ქვეყანაში სამზარეულოს და ავეჯის ფასის დაანგარიშება შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით, სხვადასხვა ნაირად ხდება. ზოგან ე.წ კვადრატულობით ითვლიან, ზოგან გრძივი მეტრობით და ზოგან საერთოდ ფასდება მთლიანი პროექტი. საქართველოში მირებულია საზოგადოდ კვადრატული ერთეული. რაც ნიშნავს სიგრძისა და სიგანის ნამრავლს. მაგ; სამზარეულოს ორი დონე აქვს. 1-ე დონე ის არის რომელზეც სამზარეულოს ზედაპირია განთავსებული. ე.წ (სტალეშნიცა) 2-ე დონე პირველის ზემოთ განთავსებული კარადების რიგია. თითოეული დონის კარადების ჯამური კვადრატულობა უნდა დაიანგარიშოთ და შემდგომ დააჯამოთ. იხილეთ მოცემული მაგალითი სურათზე. თუმცა კვადრატულობითი რაოდენობის გამოყვანა არ ნიშნავშ იმას რომ კონკრეტულად რომელიმე ფასზე შეიძლება გადაამრავლოთ და გაიგოთ ფასი. ზოგიერთი ნამუშევარი ბევრად შრომატევადია და დამზადების ტექნოლოგიაც უფრო ძვირიანი იყოს. ამიტომ საბოლოოდ ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურად კორექტირდება. ამავდროულად ყველა საწარმოს და ხელოსანს შეიძლება თავისი მიდგომა ჰქონდეს და ამიტომაც ზოგჯერ მონაცემები არ ემთხვევა
  • ტექნიკას რომ ჩააშენებთ, გამწოვსაც ხომ მიაერთებთ? და ( ბარემ ) გაზიც დააერთედ და წყლის სანტექნიკაც."
    სამზარეულოს მონტაჟის დროს ხორციელდება მხოლოდ: 1) ჩასაშენებელი მაცივრის მონტაჟი და მისი ქარხნული სამაგრებით დამაგრება. 2) ჩასაშენებელი ღუმელის შესმა შესაბამის ადგილას და მისი ქარხნული სამაგრებით დამაგრება. 3) ჩასაშენებელი გაზქურისთვის ადგილის ამოჭრა. (გაზქურის შემდგომი დაერთება უნდა განხორციელდეს გაზიფიცირების კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის მიერ, რათა იყოს დაცული ყველა უსაფრთხოების ნორმა) და შემდეგ მოხდეს მისი დამაგრება ქარხნული წესით და სამაგრებით. 4) ნიჟარისთვის ადგილის ამოჭრა. (ნიჟარის სანტექნიკის და აქსესუარების მონტაჟი უნდა განახორციელოს შესაბამისმა კომპეტენტურმა პირმა. ე.წ სანტექნიკმა) 5) გამწოვის მონტაჟი კარადაში. გამწოვის მილის დაერთება საჰაეროსთან შეთანხმებით ხდება. რადგან ზოგჯერ ტექნიკის საგარანტიო არ იძლევა სხვის მიერ დაერთების უფლებას. აერთებენ მათი წარმომადგენლები. 6) ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟი. (სანტექნიკის და აქსესუარების მონტაჟი უნდა განახორციელოს შესაბამისმა კომპეტენტურმა პირმა. ე.წ სანტექნიკმა) 7) თეთრეულის სარეცხის მანქანის მონტაჟი. სანტექნიკის და აქსესუარების მონტაჟი უნდა განახორციელოს შესაბამისმა კომპეტენტურმა პირმა. ე.წ სანტექნიკმა. 8) მიკროტალღური ღუმელის შესმა შესაბამის ადგილას და მისი მონტაჟი ქარხნული სამაგრებით.
  • თუ შეიძლება ლიფტით ნუ ამოიტანთ ავეჯს. მეზობლები ბრაზობენ
    ზოგადად ავეჯის დეტალების და მისი აქსესუარების ლიფტით ტრანსპორტირება ზოგადი წესით შეზღუდული არ არის. თუმცა მოლაპარაკებით თუ აღნიშნული აიკრძალა, მაშინ დაანგარიშდება დამატებითი გადასახდელი თანხა კიბეებით აზიდვისთვის.
  • ახლობელს რომ დაუყენეს სამზარეულო, ახალი გარემონტებული კედლები დაუზიანეს და შპალიერი გაუფუჭეს. ჩვენ რა ვქნათ თუ გაგვიფუჭეს?"
    ჩვენი ხელოსნები ყოველთვის ყურადღებით მუშაობენ, თუ საჭიროა წინასწარ კედლების არსებულ მდგომარეობასაც ვუღებთ სურათებს. ასევე ბოლოს მონტაჟის დასრულების შემდეგაც. ხოლო თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნული უსიამოვნება მოლაპარაკების გზით გადაწყდება რომ დამკვეთი კმაყოფილი დარჩეს.
  • ჩვენ ნაცნობს სამზარეულოს ჩამოკიდებისას, ელექტრო გაყვანილობის დენის კაბელები გაუფუჭეს ხელოსნებმა. რა უნდა ვქნათ ასე თუ მოხდა?"
    როგორც წესი, დამკვეთმა უნდა მიგვითითოს სად გადის ელექტრული წრედების გაყვანილობები. ან მოგვცეს ნახაზი რისი მიხედვითაც შეიძლება ხელმძღვანელობა მონტაჟის დროს. რომ ჩვენც და თქვენც დაცულები ვიყოთ უსიამოვნო შემთხვევისგან. ხოლო თუ დამკვეთის მიერ არ იქნა მოწოდებული აღნიშნული ინფორმაცია, ან ინფორმაცია არასწორი იყო. მაშინ ადგილზე მდგომარეობის მიხედვით დამკვეთთან შეთანხმებით ვიმოქმედებთ რათა ორივე მხარემ პასუხისმგებლიანად მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს.
  • 3D დიზაინის პროექტი ერთად მინდა რომ გავაკეთოდ, სად შეიძლება მოსვლა? ისეთი უნდა გამოვიდეს ჩვენ როგორიც გვინდა."
    ავეჯის 3D ტექნიკიური პროექტი დისტანციურად კეთდება. კომუნიკაცია მომხმარებელთან მუდმივად ტელეფონით, Viber, Skype, WhatsApp, Messenger, Facebook -ის საშუალებებით ხორციელდება. ასეთი მეთოდი მთელ მსოფლიოში აპრობირებულია და მოსახერხებელია მომხმარებლისთვის. რადგან აქვს დრო დაფიქრებისთვის და პროექტირების პროცესში მრავალრიცხოვანი ცვლილებები შეიტანოს. ასევე მზადდება 3D ვიდეოც რაც უფრო მარტივად ხდის სხვადასხვა ავეჯის აღქმას. დაპროექტებული სამზარეულოს თუ სხვა ავეჯის დიზაინი 100%-ით თქვენი გემოვნების მიხედვით იქნება და სანამ არ მოგეწონებათ იქამდე თქვენს სამსახურში ვიქნებით.
  • დარბილებული საწოლის ნაჭერი როგორ გავრეცხო ან გავწმინდო? რითი იწმინდება?
    Enter your answer here
  • ეს განათება რაც დააყენეთ სამზარეულოზე, ხარისხიანია?ჩინურია? რა გარანტიაა აქვს?"
    განათება ყენდება კომპანია V-tac -ის. ევროპული წარმოების და მაღალი ხარისხის არის. შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ბრენდს აქ https://www.v-tac.eu/ . მრავალწლიანი გამოცდილება განათებების სისტემების შექმნაში, ამ კომპანიას ერთ ერთ სანდო კომპანიად აქცევს. რა თქმა უნდა მათი გამოცდილება და მიდგომა ხარისხში ეჭვს არ ბადებს.
  • იაფიანი ელიავაზე რომ ვიყიდოთ განათება ეგ არ წავა?
    როგორც ნებისმიერი პროდუქტი, როდესაც იგი ხარისხიანია ამასთანავე შესაბამისი ფასიც ღირს. რა თქმა უნდა იაფიანი განათების დამონტაჟებაც შეიძლება, მაგრამ ხშირად მწყობრიდან გამოსული ნათება ან სხვა ნაწილი საბოლოოდ ისეთ ფასს გამოიმუშავებს, რაც თავიდანვე ხარისხიანი შეიძლება ყოფილიყო.
  • ყველა ამბობს რომ BLUM -ის მექანიზმები და სამზარეულოს აქსესუარები ყველაზე კარგიაო. თქვენ რომელს დააყენებთ? და ეგენი გაძლებს?
    ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა კომპანიის ხარისხიან მექანიზმებს და აქსესუარებს. ძირითადათ BLUM - ს. იტალიური და თურქული მექანიზმებიდან არჩეული გვაქვს საუკეთესო მოდელები. სხვაობა არის ფასში, დანიშნულებაში, მექანიზმის სახეობაში და ბრენდის კლასში. ყველას არ შეუძლია ძვირადღირებული ბრენდირებული კლასის მექანიზმების დაყენება სამზარეულოში. ამიტომ ჩვენი საქმეა საშუალო და მაღალი ფასის სეგმენტში, საუკეთესო ხარისხის მექანიზმები ავარჩიოთ და დავაყენოთ ისე რომ საიმედოთ მოგემსახუროთ. ასევე დიდ როლს თამაშობს მექანიზმების სწორად შერჩევა კონკრეტული დანიშნულებისთვის და ასევე განხორციელებული მონტაჟის სისწორე.
  • იტალიური და თურქული, სამზარეულოს მექანიზმები და აქსესუარები ხარისხიანია? რა განსხვავებაა BLUM -თან შედარებით?"
    დღეს დღეობით საქართველოში ძალიან ბევრნაირი მექანიზმის შემოთავაზებაა. ჩინური, პოლონური, ფრანგული, ავსტრიული, თურქული, იტალიური და სხვა. ჩვენ ძირითადათ ვიყენებთ BLUM -ის მექანიზმებს. ასევე იტალიურს და თურქულს. მათგან ვარჩევთ მხოლოდ გამოცდილებით დადგენილ ხარისხიან მექანიზმებს.
  • სამზარეულოს დარჩენილ თანხა ( ბარემ ) ხელზე მოგცეთ?
    ჩვენ მხოლოდ გადარიცხვით ვმუშაობთ, ამიტომ ნებისმიერი მომსახურების ანგარიშსწორება საბანკო გადარიცხვით ხდება. ხელზე მომსახურების ან გასაყიდი პროდუქტის თანხის აღების უფლება არ გავაქვს.
  • სამზარეულოს მასალას მარტო ვერ ავარჩევთ. ამ პატარა კატალოგებში კი არ ჩანს კარგად. არც ფერი და არც ფაქტურა. რა ვქნათ? თქვენ გამოგვყვებით ასარჩევად?
    დიახ, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენელი გამოგყვებათ, გაჩვენებთ მასალებს და აგარჩევინებთ. ასევე ჩაგიტარდებათ კონსულტაცია მასალებთან დაკავშირებით.
  • განვადებით მუშაობთ?
    ამ ეტაპზე განვადებით არ ვმუშაობთ.

ყურადღება!

ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიები, ფოტო და ვიდეო მასალა არის ლაშა ლომიძის მიერ შექმნილი და მოპოვებული "Dragon Wood"-ისთვის. იგი წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას. აღნიშნული დაცულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება. დასაშვებია მხოლოდ პოსტების და ბმულების გაზიარება მეგობრებისთვის სოციალურ ქსელებში.

                                                                                                                                                                                                                                       პატივისცემით, ლაშა ლომიძე

дизайнер мебели
Dragon Wood planshet.jpg
რითი და როგორ ხდება აზომვის პროცესი ?

* მომზადება: ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე მოვა საჭირო აღჭურვილობით, როგორიცაა საზომი ლენტი, ლაზერი, ტაბლეტი კატალოგის პრეზენტაციისთვის, საკანცელარიო ნივთები და ავეჯის კატალოგები.

* ინსპექტირება: შემოწმდება ადგილი, რათა დადგინდეს ნებისმიერი პოტენციური პრობლემა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავეჯის ან სამზარეულოს დიზაინსა და მონტაჟზე.

* აზომვა: ვიყენებთ საზომ ლენტს, ლაზერს სივრცის ზუსტი გაზომვისთვის. როგორიცაა კედლები, იატაკი, ჭერი და ნებისმიერი სხვა სივრცის ელემენტი.

* ჩანახატი: აზომვებისა და მომხმარებლის სურვილებიდან გამომდინარე, ჩვენ შევქმნით ტექნიკურ ჩანახატს, რომელიც ასახავს ავეჯის ან სამზარეულოს ზოგად დიზაინს და განლაგებას.

* კატალოგის პრეზენტაცია: ჩვენ წარმოგიდგენთ კატალოგს პლანშეტზე, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს მისთვის სასურველი ავეჯი ან სამზარეულოს დიზაინი.

* ფასის განსაზღვრა: შეძლებისდაგვარად, ადგილზე განისაზღვრება დასამზადებელ ავეჯის ან სამზარეულოს სავარაუდო ფასი. მომხმარებლის მიერ შერჩეული დიზაინისა და მასალების მიხედვით.

 მთლიანობაში, აზომვის პროცესი გადამწყვეტი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ავეჯი ან სამზარეულო მორგებული იყოს მომხმარებლის საჭიროებებზე და სწორად დამონტაჟდეს დანიშნულ სივრცეში.

დამკვეთთან კომუნიკაცია

 გაგიწევთ ყველანაირ კონსულტაციას ავეჯის დამზადებასთან დაკავშირებით.

ვსაუბრობ გამართულად ქართულად, რუსულად და ინგლისურად.

 

მშვიდი და დაკვირვებული კომუნიკაციის გარემო ხელს შეგიწყობთ უკეთ ჩამოყალიბებაში.

bottom of page